გამოვაცხოთ ხაჭაპური, 
გემრიელი, დაბრაწული,
დაგვჭირდება ფქვილი, ყველი,
მთავარია მარჯვე ხელი,
ო, რა სუნი ტრიალებს,
გასინჯეთ , არ ინანებთ,
გამოვაცხვეთ ხაჭაპური, 
გემრიელი, დაბრაწული, ჰეი!

აბა, სუფრას მოუსხედით ჩქარა,
გაგვისინჯეთ ნახელავი, გთხოვთ,
გველოდება ხაჭაპური ცხელი,
როგორ გვინდა, რომ მოგეწონოთ.
ტექსტის ავტორი:
მანანა მოდებაძე
მუსიკის პედაგოგი